GE
4 მარტი, 2016 11:01

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ICYS-ის პროექტების აპრობაცია გაიმართება

10 მარტს, 15:30 საათზე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება 2016 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICYS) წარსადგენი თემების წინასწარი საჯარო განხილვა.

აღნიშნული კონფერენცია ტარდება რუმინეთში ქ. კლუჟ-ნაპოკაში 16-22 აპრილს, რომელშიც 30 ქვეყანა მონაწილეობს.

ჩვენი სკოლის 8 მოსწავლე ინგლისურ ენაზე დაიცავს საპროექტო ნაშრომებს მათემატიკის, ფიზიკისა და სამყაროს მეცნიერებათა სექციებში:

  1. მათემატიკაში – Diophantine Equation Involving Four Biquadrates and a Square –
    ნიკიტა ტრიპათჰი, ნიკოლოზ კალატოზიშვილი;
  2. მათემატიკაში – Pythagorean Triple Siblings, with Conjugate Legs –
    გიორგი ბუგეჩაშვილი, ნათია ჭეიშვილი;
  3. სამყაროს მეცნიერებებში – ,,Defining Polyphenols in some Sorts of Georgian Grapes’’-
    მარიამ ვარდოსანიძე, ნინო ქერდიყოშვილი;
  4. ფიზიკაში – Chaos: A Thin Barrier Between Order and Disorder –
    გიორგი ბიჭიაშვილი, გეგა ლელაშვილი;

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ რეკომენდაციები, რათა უფრო დაიხვეწოს მათი საპრეზენტაციო უნარები.

წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მოსწავლეებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისევე როგორც წინა წლებში საქართველოს ნაკრები კვლავაც ოქროს მედლით დაგვიბრუნდება!

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS