7 აპრილი, 2017 17:14
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ღია გაკვეთილების კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში დასრულდა ღია გაკვეთილების კვირეული STEM-ის მიმართულებით, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.
კლასებში ჩატარდა სამოდელო, ინოვაციური, პრობლემაზე ორიენტირებული, ინტეგრირებული გაკვეთილები, ვიქტორინები და სამეცნიერო კონფერენცია. საკონფერენციო თემებით წარსდგნენ მოსწავლეები, რომლებიც უახლოეს დღეებში საქართველოს ღირსებას დაიცავენ ICYS – ,,ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია“-ზე გერმანიაში.
https://www.youtube.com/watch?v=UJAN6YINXNo