GE
17 დეკემბერი, 2015 12:02

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მართლწერის ნაციონალური კონკურსი ინგლისურ ენაში – NESC გაიმართა

3მართლწერის ნაციონალური კონკურსი ინგლისურ ენაში – NESC, ამერიკის საელჩოს სპონსორობით ყოველწლიურად იმართება.

მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ათასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას და ერთმანეთს ინგლისური სიტყვების მართლწერაში ეჯიბრება. კონკურსი სამ ეტაპიანია, თითოეული ეტაპის გამარჯვებულები გადადიან შემდეგ ტურში: ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული ტური.

2015 წლის 12 დეკემბერს ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ უმასპინძლა აღნიშნული შეჯიბრის ქ. თბილისის რეგიონალურ ტურს.

გამოვლინდა თბილისში გამარჯვებული 4 მოსწავლე:

1

ანა ოსიაშვილი XII კლასი – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

ნატალია ჭიჭინაძე XI კლასი – დემირელის სახელობის კოლეჯი

ნუცა ლატარია IX კლასი – დემირელის სახელობის კოლეჯი

ელენე ჯიშკარიანი VIII კლასი – ქართულ-ამერიკული სკოლა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას და ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ გამარჯვებას ეროვნულ ტურზე, რომელიც 2016 წლის მარტში გაიმართება.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS