GE
5 მაისი, 2016 16:44

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადები გაიმართება

14-15 მაისს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში გაიმართება მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადების გაზაფხულის ტურები. თითოეული კლასის საუკეთესო ექვსი მოსწავლე მიიღებს 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასწავლო გრანტებს.

სასკოლო ოლიმპიადების წესდების თანახმად თითოეული მოსწავლისთვის დადგინდება რეიტინგული ქულა, რომელშიც ასახული იქნება ზამთრის სასკოლო ოლიმპიადების შედეგები.

14 მაისს გაიმართება მათემატიკის ოლიმპიადა, ხოლო 15 მაისს-ინგლისური ენის ოლიმპიადა. ორივე ოლიმპიადა დაიწყება 09:30 სთ-ზე. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს IV-XI კლასის მოსწავლეები.

თითოეულ კლასში გამოყოფილია:

  • I ადგილი – 400$
  • II ადგილი – 300$
  • III ადგილი – 250$
  • IV ადგილი – 200$
  • V ადგილი – 150$
  • VI ადგილი – 100$

გისურვებთ წარმატებებს!

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS