ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში TOEFL-ის გამოცდების ჩაბარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია
სასიხარულო ცნობა მოვიდა ამერიკიდან – ინგლისური ენის გამორჩეული სწავლებისთვის, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას მიენიჭა TOEFL-ის ელჩის წოდება. ამიერიდან ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდება TOEFL-ის გამოცდები, როგორც სკოლის მოსწავლეთათვის, ისე სხვა მსურველთათვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სკოლებიდან მხოლოდ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას მიენიჭა აღნიშნული ტიტული.
TOEFL (Test of English as a Foreign Language) მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტესტია, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს 130 ქვეყანაში. სწორედ მის ჩაბარებას ითხოვენ ინგლისურენოვან ქვეყნებში სწავლის, თუ სამუშაოს უფლების მოპოვებისათვის.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ულოცავს ყველა თავის გულშემატკივარს TOEFL-ის ელჩის წოდების მოპოვებას და უსურვებს მოსწავლეებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.