GE
30 ნოემბერი, 2018 17:23

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში წიგნის კლუბი – The King’s and Queen’s Club გაიხსნა

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში გაიხსნა წიგნის კლუბი The King’s and Queen’s Club. კლუბში გაწევრიანებულები არიან მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის პერიოდში მოსწავლეები წაიკითხავენ კლასიკურ და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს, რომელთა განხილვა კლუბის სესიებზე თვეში ერთხელ მოხდება.

კლუბს უძღვება ამერიკელი სპიკერი კლარკ ვებერი. მოსწავლეები ისაუბრებენ და იმსჯელებენ წაკითხული წიგნების შესახებ. კლუბის მიზანია მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ ინგლისური ენის სასაუბრო და მოსმენითი უნარები, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, გამოთქვან საკუთარი აზრი და ისწავლონ კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან კლასიკოს მწერლებს და წაიკითხავენ მათ ცნობილ ნაწარმოებებს.

კლუბი ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალიზაციას და აძლევს ზოგად განათლებას.

კლუბის გახსნის დღეს მოსწავლეებს დაურიგდათ საჩუქრები. სამომავლოდ მოსწავლეებს ელოდებათ საჩუქრები და დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციაში.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS