GE
11 ოქტომბერი, 2021 22:04

ქართულ-ამერიკული სკოლა: საერთაშორისო პროექტი „ჩემი ევროპული ქალაქი“

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა – სანდრო ნაზღაიძემ, ნია კახიანმა, სოფო მჭედლიშვილი, ანა-მარია ფოცხვერია, ელენე ფარფალია, ანა გოგია, ბარბარე ლობჟანიძე, თამარ ტაბატაძე და მასწავლებელმა, ეკატერინე ჭუჭულაშვილმა, მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში „ჩემი ევროპული ქალაქი: აქტივაცია“.

პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის და უკრაინის ეროვნული საზოგადოების კონგრესის მხარდაჭერით.

ბანაკის საქმიანობა მოიცავდა მასტერკლასებს, ვებინარებს, შემოქმედებით დავალებებსა და პროექტებზე მუშაობას.

სკოლა- ბანაკში იყო განხილული ისეთი თემები, როგორებიცა: ურბანისტიკა, პროექტის მენეჯმენტი, ბიომრავალფეროვნება, ქალაქის კლიმატი, ქალაქის იდენტობა და ა.შ.

ბანაკის დასრულებისას ჯგუფებმა შექმნეს პროექტები და წარადგინეს პრეზენტაციები.
დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს საჩუქრები და სერთიფიკატები.

ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებას ჩვენი სკოლის მოსწავლეებს!

EDU.ARIS.GE - სკოლები