1 ოქტომბერი, 2018 17:32
ქართულ-ამერიკული სკოლის ფსიქოლოგი I კლასის მოსწავლეების მშობლებს შეხვდა
ქართულ-ამერიკულ სკოლაში სკოლის ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი შეხვდა I კლასის მოსწავლეების მშობლებს თემაზე: „პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაცია“.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს:
- 6 წლის ასაკის ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები;
- სკოლასთან ადაპტაციის სახეები;
- წარმატებული ადაპტაციის ნიშნები;
- დეზადაპტაციის ნიშნები და მიზეზები;
შეხვედრა ატარებდა ინტერაქტიურ ხასიათს და დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. მშობლებს მიეწოდათ პრაქტიკული რჩევევი, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს სასკოლო გარემოსთან ადვილად შეგუებაში.