GE
25 ნოემბერი, 2020 14:52

ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გერმანული ენის პროექტში „წითელქუდა“

ქართულ -ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გერმანული ენის პროექტში: წითელქუდა.  მოსწავლეებმა თავიანთ როლებზე იმუშავეს დამოუკიდებლად, ხოლო შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს პიესა.

“გთავაზობთ 7(1), 7(2), 7(3), 7(4), 7(5) კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეო-ფილმებს. გთხოვთ ნახოთ ყველა ვიდეო და თქვენგან მოწონებული კლასი დაალაიქოთ, მხოლოდ ლაიქების რაოდენობის მიხედვით გამომჟღავნდება გამარჯვებული. გამარჯვებული ვიდეო გაიგზავნება გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში ჩვენ მეგობარ სკოლაში”, – ვკითხულობთ სკოლის გვერდზე.

ქართულ-ამერიკული სკოლა