18 თებერვალი, 2021 11:13
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ საერთაშორისო პროექტში – „ჩემი ევროპული ქალაქი“
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა – სანდრო ნაზღაიძემ, ნია კახიანმა, გიორგი მუკუტაძე და მასწავლებელმა, ეკატერინე ჭუჭულაშვილმა, მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში „ჩემი ევროპული ქალაქი: პრაქტიკუმი“.
პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის და უკრაინის ეროვნული საზოგადოების კონგრესის მხარდაჭერით.
ბანაკის საქმიანობა მოიცავდა მასტერკლასებს, ვებინარებს, შემოქმედებით დავალებებსა და პროექტებზე მუშაობას.
სკოლა-ბანაკში იყო განხილული ისეთი თემები, როგორებიცა: ურბანისტიკა, რევიტალიზაცია, პროექტის მენეჯმენტი, ქალაქის იდენტობა და ა.შ.
ბანაკის დასრულებისას ჯგუფებმა შექმნეს პროექტები და წარადგინეს პრეზენტაციები.
დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს საჩუქრები და სერტიფიკატები.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)