GE
17 ოქტომბერი, 2019 14:43

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები გერმანიის ქალაქ შტრაუბინგს სტუმრობდნენ

ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 15 მოსწავლე 6-13 ოქტომბერს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიის ქალაქ შტრაუბინგს სტუმრობდნენ.

მოსწავლეებმა გერმანელ თანატოლებთან ერთად სხვადასხვა სასკოლო პროექტი განახორციელეს. აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპორტის, ხელოვნებისა და კულინარიის გაკვეთილებში. გერმანულ სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ქალაქის მერი, რომელმაც მოისმინა ქართველი მოსწავლეების შთაბეჭდილებები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს BMW-ს ქარხანა ქალაქ დინგოლფინგში, უშუალოდ იხილეს მანქანების დამზადების პროცესის ყველა სტადია.

“შთამბეჭდავი იყო კულტურული პროგრამა ქალაქ შტრაუბინგში, მიუნხენსა და რეგენსბურგში. აღნიშნული გაცვლითი პროგრამა იქნება ტრადიციული ხასიათის. ახლა უკვე საქართველოს მხარე უმასპინძლებს გერმანელ მეგობრებს”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

ქართულ-ამერიკული სკოლა