GE
25 მაისი, 2017 14:22

ქართულ-ამერიკული სკოლისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები Intel ISEF-ის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტები გახდნენ

ქართულ-ამერიკული სკოლისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Intel ISEF-ის კონკურსში, რომელიც წელს კალიფორნიაში, ქალაქ ლოს ანჯელესში გაიმართა.

Intel ISEF-ის საერთშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენა მსოფლიოს უმსხვილესი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად უზრუნველყოფს 1500 მეტი მოსწავლის შეხვედრას.

Intel ISEF აერთიანებს მეცნიერულად მოაზროვნე ახალგაზრდებს და ავლენს მათი ნიჭს  საერთაშორისო ასპარეზზე. იგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს წარუდგინონ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო აღიარების მეცნიერებს შესაფასებლად.

ქართულ-ამერიკული სკოლისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს თემები მათემატიკის, ბიოლოგიისა და საინჟინრო მეცნიერებებში. გახდნენ ფინალისტები და მათმა ნაშრომებმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კადემიურ ნაწილთან ერთად კონკურსი მოიცავდა კულტურულ-შემეცნებით ექსკურსიებს. მოსწავლეებმა მოინახულეს Universal Studios Hollywood და Grammy Museum, რამაც მათზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

ქართულ-ამერიკული სკოლა