GE
2 ივლისი, 2018 15:55

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები კულტურულ-შემეცნებითი პროგრამით ევროპის რამდენიმე ქალაქს ესტუმრნენ

ქართულ-ამერიკული სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები კულტურულ-შემეცნებითი პროგრამით ევროპის რამდენიმე ქალაქს ესტუმრნენ. ისინი მოინახულებენ ლატვიის ულამაზეს დედაქალაქ რიგას, მწვანეში ჩაფლულ პატარა ქალაქებს: იურმალას, სიგულდას, ასევე გაემგზავრებიან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმსა და ესტონეთის დედაქალაქ ტალინში.

იმის გათვალისწინებით, რომ კულტურათაშორისი დიალოგი სრულფასოვანი ინტელექტუალური პიროვნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ქართულ-ამერიკული სკოლა რეგულარულად გეგმავს ასეთი ტიპის საზაფხულო გასვლით ღონისძიებებს.

ქართულ-ამერიკული სკოლა