5 მარტი, 2020 13:21
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გაეროს მოდელირების კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას
მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაეროს მოდელირების კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ -ბინაში, მიმდინარეობს. კონფერენციას 3500-მდე ახალგაზრდა ლიდერი ესწრება. მათ შორის 18 ქართველი ლიდერი, რომელიც დაკომპლექტებულია ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეებით.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ჩართული არიან გაეროს საკომიტეტო სამუშაოებსა და დებატებში, წარადგენენ მოხსენებებს, იღებენ რეზოლუციებს.
პროექტის მონაწილეები დაბინავებული არიან მანჰეტენზე, სასტუმრო HILTON-ში. თავისუფალ დროს მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მოინახულონ ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები.
“წარმატებები ჩვენს ლიდერებს! ჯანმრთელები და გამარჯვებულები დაგვიბრუნდით”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)



