ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა კაბადოკია მოინახულეს
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა კაბადოკია ესტუმრნენ.
მათ მოინახულეს ვულკანური წარმოშობის კოშკის ფორმის კლდეები, გორემეს ეროვნული პარკი, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსებული მიწისქვეშა ქალაქები და ბევრი სხვა უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლი.
გზად საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული უძველესი მხარის – ტაოს, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი ქართული მონასტრებიც მოინახულეს: ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი; ოშკი, x საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი; ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა და საოცარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
როგორც სკოლაში განმარტავენ, ასეთი ტიპის გასვლითი ღონისძიებების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)



