GE
17 მარტი, 2017 15:24

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს FLEX-ზე

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს FLEX-ზე (აშშ გაცვლითი პროგრამა).

ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს მე-10 კლასის მოსწავლეს ნანო მოდოსიანსა და მე-11 კლასის მოსწავლეს გიორგი მესხს (პედაგოგები: თამარ ფურცელაძე და თათია პაჭკორია) ფლექსის გაცვლით პროგრამაში გამარჯვებას, რომელიც უზრუნველყოფს და აფინანსებს ფინალისტის გამგზავრებას და ერთი სასწავლო წლით ამერიკულ სკოლაში სწავლას.

გამარჯვებული მოსწავლეები მრავალმხრივ არიან წარმატებულები.

გიორგი მესხი:

  • 2015 წელს – ICYS (ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია) – ოქროს მედალი -მათემატიკის სექცია (ხელმძგვანელი: ია მებონია)
  • 2016 წელი (IYIPO) – მოიპოვა ოქროს მედალი
  • 2017 (INTEL IESF)- ფინალისტი

ნანო მოდოსიანი:

  • ყოველწლიურად მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსსა და რესპუბლიკულ ოლიმპიადაში.
  • 2017-2018 წელი (INTEL IESF) – შესარჩევი კონკურსის ფინალისტი, რომელიც გაემგზავრება კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში.
ქართულ-ამერიკული სკოლა