ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო რუსულენოვან პროექტში „Капсула добра“
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები უკვე მეორე წელია წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო რუსულენოვან პროექტში „Капсула добра“. შემეცნებით-შემოქმედებითი პროექტის მიზანია გაუღვივოს მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურისა და შემოქმედების ინტერესი, ასწავლოს მათ, დააფასონ მშობლიური ქვეყნის ტრადიციები, გაეცნონ სხვა ქვეყნების ტრადიციებს პროექტში წარმოდგენილი ზღაპრებისა და სპექტაკლების საშუალებით.
„Капсула добра”- ში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან ერთად წელს საქართველო ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7ა კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები, ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით დადგმული რუსულენოვანი სპექტაკლი, გადაიღეს ვიდეორგოლი მისალმებით და მონაწილეობა მიიღეს პროექტში წარმოდგენილი ქვეყნების სკოლებს შორის შემდგარ ტელე-ხიდში. პროექტს ხელმძღვანელობდა რუსული ენის პედაგოგი თეა აქიაშვილი.
დასასრულს, მე-7ა კლასის მოსწავლეებს გადაეცათ პროექტის ორგანიზატორების მიერ გამოგზავნილი მადლობის სიგელები და წიგნი, რომელშიც დაიბეჭდა სკოლების მიერ წარმოდგენილი ზღაპრები.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)



