GE
20 იანვარი, 2021 10:51

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ზამთრის სკოლა-ბანაკში „ჩემი ევროპული ქალაქი: პრაქტიკუმი“

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა – სანდრო ნაზღაიძემ, ნია კახიანმა, გიორგი მუკუტაძე და მასწავლებელმა, ეკატერინე ჭუჭულაშვილმა, მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ზამთრის სკოლა-ბანაკში „ჩემი ევროპული ქალაქი: პრაქტიკუმი“.

პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის და უკრაინის ეროვნული საზოგადოების კონგრესის მხარდაჭერით.

ბანაკის საქმიანობა მოიცავდა მასტერკლასებს, ვებინარებს, შემოქმედებით დავალებებსა და პროექტებზე მუშაობას.

სკოლა-ბანაკში იყო განხილული ისეთი თემები, როგორებიცა: ურბანისტიკა, რევიტალიზაცია, პროექტის მენეჯმენტი, ქალაქის იდენტობა და ა.შ.

ბანაკის დასრულებისას ჯგუფებმა შექმნეს პროექტები და წარადგინეს პრეზენტაციები.
დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს საჩუქრები და სერტიფიკატები.

სკოლა კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს სკოლის მოსწავლეებს!

ქართულ-ამერიკული სკოლა