GE
16 ივლისი, 2018 15:39

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა რიგაში, სტოკჰოლმში, ტალინში, იურმალასა და სიგულდაში იმოგზაურეს

რიგა, სტოკჰოლმი, ტალინი, იურმალა, სიგულდა – ქალაქები, რომლებშიც ქართულ-ამერიკული სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს. კულტურულ-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში მათ ამ ქალაქების ძირითადი ისტორიული თუ კულტურული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

რიგა – ძალიან ლამაზი ქალაქია. მისმა ცენტრალურმა რაიონმა შეინარჩუნა უძველესი შენობა-ნაგებობების მთელი კომპლექსი. რიგა დაარსდა 1210 წელს გერმანელების მიერ, როდესაც ხმლის რაინდებმა ააგეს მდინარე დაუგავას ნაპირზე ციხე-სიმაგრე და შექმნეს ლივონის ორდენი.

სტოკჰოლმი – შვედეთის დედაქალაქი თვალწარმტაცი, „ჩრდილოეთის სილამაზის“ ქალაქია, რომელიც მრავალი ღირსშესანიშნაობითა და ღირსეული მუზეუმებით იწონებს თავს. ქალაქი 700 წელზე მეტია წარმოიქმნა, დღეისათვის კი ის 14 კუნძულზეა გადაჭიმული ცივ ბალტიის ზღვაში და ერთმანეთთან 57 ხიდითაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ღირსშესანიშნაობამდე ფეხით თავისუფლად შეიძლება მისვლა.

ტალინის “ძველი ქალაქი”, old town ანუ ცენტრალური, ძველი ნაწილი კარგად არის შემონახული და იუნესკოს მიერაა დაცული. ქალაქის ძველ ნაწილს გარშემო ციხე-გალავანი აკრავს, რომელსაც ერთ დროს, რა თქმა უნდა, დაცვის ფუნქცია ჰქონდა. დღეს კი თანამედროვეობასა და ძველ ქალაქს ერთმანეთისგან ეფექტურად მიჯნავს. მიუხედავად გარეგნული სიძველისა, ესტონეთი მსოფლიოს TOP 10 ციფრული ქალაქების რიცხვში შედის.

ქართულ-ამერიკული სკოლა