21 დეკემბერი, 2016 11:47
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ბოულინგის სასკოლო ტურნირში პირველობა მოიპოვა
ბოულინგ კლუბ Lebowski-ს ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა მასშტაბური სასკოლო ტურნირი, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდებში სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება. ქართულ-ამერიკული სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა გუნდმა მოიპოვა გამარჯვება და I ადგილი დაიკავა.
ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდის წევრი ნოდარ ტრაპაიძე კი ფინალური ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა თასითა და სხვადასხვა პრიზით.
ქართულ-ამერიკული სკოლა მოსწავლეებს ულოცავს და უსურვებს მრავალ გამარჯვებას.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)



