GE
8 დეკემბერი, 2015 13:38

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს გაეცნენ

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საზღვარგარეთ სწავლის
გაგრძელების 
შესაძლებლობების შესახებ ლექცია ჩატარდა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი – სალომე ტეფნაძე უნივერსიტეტებთან საგანმანათლებლო კავშირების დამყარების მიზნით ესტონეთში მივლინებით იმყოფებოდა.

2

სკოლის ინფორმაციით, თანამშრომლობა შედგა ბალტიისპირეთის საუკეთესო უნივერსიტეტებთან:

Tartu University (Estonia)

Tallinn University (Estonia)

Tallinn University of Technology (Estonia)

LCC International University (Lithuania)

Transport and Telecommunication Institute (Latvia)

 

ლექციაზე უფროსკლასელებს უშუალოდ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის წესების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ, ხოლო სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი მოსწავლეებს სამოტივაციო წერილის შედგენისა და მოქმედების სტრატეგიის შესახებ ესაუბრა.


SSSპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტების წარმომადგენლების ინტერვიუები, რომელიც ინფორმატიული იყო აუდიტორიისათვის.

LCC International University-ში უკვე სწავლობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ექვსი კურსდამთავრებული. ხუთივე უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი დონითა და დაბალი გადასახადით.

აღნიშნულ უნივერსიტეტებსა და ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათი წარმომადგენლები სკოლას თებერვალში ეწვევიან და მისაღებ გამოცდებს ადგილზე ჩაატარებენ.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS