GE
25 აპრილი, 2017 17:22

ქართულ-ამერიკული სკოლისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების ტრიუმფი გერმანიაში

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები 16-22 აპრილს იმყოფებოდა გერმანიის ქ. შტუტგარტში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს ოცდამეოთხედ ჩატარდა. ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 29 ქვეყნიდან ერთმანეთს 5 სამეცნიერო კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.

ეს კატეგორიებია:
ფიზიკის, მათემატიკის, სიცოცხლის, გარე სამყაროსა და კომპიუტერული მეცნიერებების.

წელს 200-მდე ახალგაზრდამ თავისი ნაშრომი ინგლისურ ენაზე წარმოადგინა კომპეტენტური ჟიურის წინაშე. საქართველოს ნაკრები შედგებოდა ქართულ-ამერიკული სკოლის და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 მოსწავლისაგან.

სულ საქართველოს ნაკრებმა 6 საპროექტო ნაშრომი წარადგინა და მეტად სასიხარულოა, რომ ხუთმა გამარჯვება მოიპოვა:

  • ვერცხლის მედალი – თინათინ კამკამიძე და არჩილ გელენავა – სიცოცხლის მეცნიერებების კატეგორიაში;
  • ბრინჯაოს მედალი – მარიამ გიგაური  – ფიზიკა;
  • ბრინჯაოს მედალი – მარიამ როსტომაშვილი – მათემატიკა;
  • ბრინჯაოს მედალი  – მამუკა კობახიძე და დავით გუდაძე – მათემატიკა;
  • სპეციალური პრიზი – გიორგი ბუგეჩაშვილი და თინათინ ლაღაძე – მათემატიკა.

კონფერენციის დასასრულს, დასკვნით საღამოზე ყველა ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი კულტურული ნომერი. ქართველების ცეკვამ გიტარის აკომპანირებით დიდი მოწონება დაიმსახურა.

მაისის თვეში, ქართულ-ამერიკული სკოლის და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, ახლა უკვე ამერიკაში დაიცავენ საქართველოს ღირსებას. წელს INTEL ISEF კალიფორნიის დედაქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS