GE
26 თებერვალი, 2020 12:42

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლების ნაკრები მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე იასპარეზებს

დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე. წელს – ICYS (International Conference of Young Scientists) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება 21-27 აპრილს.

ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტდა: თენგიზ მაისურაძე, ანი იოსელიანი, საბა გიორგაძე და თეიმურაზ ჯაყელი თავიანთ ნაშრომებს სიცოცხლის მეცნიერებების სექციაში წარადგენენ.

“წელს ჩვენი სკოლების მოსწავლეები საქართველოს ღირსებას სერბეთის კონფერენციის გარდა დაიცავენ ტუნისის, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის და გერმანიის საერთაშორისო შეჯიბრებებში”, – აღნიშნეს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS