1 მარტი, 2019 17:18
ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლები ნიუ-იორკში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას
ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების 17-წევრიანი დელეგაცია 1-8 მარტს ეწვევა ნიუ-იორკს. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდება გაეროს შტაბ-ბინაში.
მონაწილეები განთავსდებიან Hilton-ის სასტუმროში და დაათვალიერებენ ნიუ-იორკის შემდეგ ღირსშესანიშნაობებს: Statue of Liberty, Empire State Building, Times Square on Manhattan, Brooklyn Bridge, Central Park, The Metropolitan Museum of Art, American Museum of Natural History, Intrepid Sea, Air & Space Museum.
აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება ნიუ-იორკში და ის უკვე შევიდა ჩვენი სკოლების წლიურ გეგმაში.