GE
10 მაისი, 2017 15:02

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეები INTEL ISEF-ის კონკურსში იღებენ მონაწილეობას

ამერიკის კონფერენცია – INTEL ISEF საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენა წელს, 14-20 მაისს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. INTEL ISEF – მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად იმართება აშშ-ში. მასში 1800-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს მსოფლიოს 80-მდე ქვეყნიდან.

ქართველი მოსწავლეები INTEL ISEF-ზე შეირჩევიან ორ კონკურსში გამარჯვებით – ,,საქართველოს სამეცნიერო პროექტების ოლიმპიადა’’ და ,,ლეონარდო და ვინჩის კონკურსი’’ . პირველის ორგანიზატორი – ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლებია (2005 წლიდან), მეორეს კი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს (2014 წლიდან).

წელს ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების 7 მოსწავლე მონაწილეობს აღნიშნულ მსოფლიო ფორუმში:

ნია ბარამაძე
ნანო მოდოსიანი
მარიამ ბუღაძე
ალექსანდრე მუსელიანი
რევაზ ეფაძე
ქეთევან ტყეშელაშვილი
გიორგი ტაბაღუა

სკოლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი მოსწავლეები ამერიკიდან გამარჯვებულნი დაბრუნდებიან.

https://www.youtube.com/watch?v=N8_QzZSyQLQ&feature=youtu.be

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS