GE
19 თებერვალი, 2018 18:08

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აგრძელებს ელექტრონული სწავლების მეთოდების დანერგვას სასწავლო პროცესში

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აგრძელებს ელექტრონული სწავლების მეთოდების დანერგვას სასწავლო პროცესში.

სკოლის ინფორმაციით, ერთი წელია ინგლისური ენისა (I-XII კლასები) და მათემატიკის (VI- XII კლასები) სწავლება ელექტრონული სწავლების მეთოდით ხორციელდება. ელექტრონული სწავლების მეთოდი უზრუნველყოფს:

  • მოსწავლეთა ჩართულობას სწავლის პროცესში;
  • დამოუკიდებელი სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
  • მოსწავლეთა ცოდნის განვითარებას;
  • სწავლის გაგრძელების მოტივაციას.

ელექტრონული სწავლების მეთოდის მთავარი მიზანია სწავლის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობით გაზარდოს მოსწავლეთა მოქნილობა, გააუმჯობესოს სწავლის/სწავლების ზოგადი ხარისხი, განუვითაროს მათ ის ცოდნა და უნარი, რომელიც საჭიროა XXI საუკუნეში, კერძოდ კი, უზრუნველყოს მათი განსწავლულობის ამაღლება ციფრულ წიგნიერებაში, რომლის ცოდნაც მოეთხოვებათ მომავალში პროფესიული თუ კარიერული წინსვლისათვის.

ამჯერად I- IV კლასის მოსწავლეებს სკოლა სთავაზობს ახალ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმას მათემატიკაში, რომელიც მოიცავს:

  • მრავალფეროვან სავარჯიშოებს კლასისა და თემის მიხედვით;
  • გავლილი თემის გამეორებას, ცოდნაში შესაძლო ჩავარდნების აღმოსაჩენად;
  • ბოლოს ახსნილი თემის შესაფერის სავარჯიშოებზე მუშაობას ;
  • გამოვლენილ სირთულეებზე კლასში მუშაობას;
  • ეფექტურ უკუკავშირს.

“ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების მეთოდის განხორციელებას, მუდმივად ზრუნავს მოსწავლის შემეცნების დონის ამაღლებასა და ჩართულობაზე სწავლის პროცესში”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS