GE
9 მარტი, 2018 16:00

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ამერიკის მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა

ამერიკის მათემატიკური საზოგადოებიდან ცნობა მოვიდა – ამერიკის მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებული ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა გახდა.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ინფორმაციით, მეტოქეები ამერიკის 15 შტატის (Alabama, Connecticut, Indiana, Kentucky, Maine, Massachusetts, Michigan, Mississippi, New Hampshire, New Jersey, New York, Ohio, Rhode Island, Tennessee, and Vermont) 40 უმაღლესი სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება დეკემბრის, იანვრის და თებერვლის თვეებში. თითოეული ტური 15 ამოცანისაგნ შედგება.

2017-2018 წლის გამარჯვებული პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. Georgian-American High School – თბილისი, საქართველო
  2. Vestavia Hills High School – ალაბამა, აშშ
  3. Alabama School of Fine Arts – ალაბამა, აშშ
  4. William G. Enloe High School – ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ
  5. Farragut High School – ტენესი, აშშ
  6. Kentucky Country Day School – კენტუკი, აშშ
  7. Spain Park High School – ალაბამა, აშშ
  8. Ridge High School – ნიუ-ჯერსი, აშშ
  9. William Mason High School – ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ
  10. Revere High School – ოჰაიო, აშშ

აღნიშნული გამარჯვებისთვის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა დაჯილდოვდება ამერიკის მათემატიკური კავშირის სპეციალური პრიზით.

 

ქართულ-ამერიკული სკოლა