ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აქტიურად ახორციელებს გაცვლით პროგრამებს გერმანის საერთაშორისო სკოლასთან
უკვე მეორე წელია ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა თანამშრომლობს ქ. კარსლრუეს საერთაშორისო სკოლასთან (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) და აქტიურადაა ჩაბმული მოსწავლეთა გაცვლით პროგრამაში.
წელს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა გერმანიიდან უმასპინძლეს 6 მოსწავლეს და შთაბეჭდილებებით სავსე 5 დღე გაატარეს მათთან ერთად.
“გერმანელი მოსწავლეები სკოლაშიც გვესტუმრნენ, დაათვალიერეს ჩვენი სკოლა, გაიცნეს სხვადასხვა კლასის ბავშვები. კითხვა-პასუხის რეჟიმში გერმანულ და ინგლისურ ენებზე შედგა კომუნიკაცია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები კი ივლისში 10 დღით გაემგზავრებიან გერმანიაში, სადაც მათ უმასპინძლებენ დამეგობრებული ბავშვების ოჯახები. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მიერ უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში და ასევე იმოგზაურებენ ვენეციაში.
ასეთი ურთიერთობები შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, შეიძინონ ახალი მეგობრები ევროპაში, გაეცნონ გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ისტორიას, მათ კულტურასა და თანამედროვე ყოფას. ეს კი ხელს შეუწყობს მათი თვალსაწიერის გაფართოებას”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.