GE
20 აპრილი, 2018 18:15

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგებით ინგლისურ ენაში პირველ ადგილასაა

გამოცდების ეროვნული ცენტრის – www.naec.ge – მიერ გამოქვეყნდა ინგლისური ენის ოლიმპიადის საბოლოო შედეგები. საქართველოს მასშტაბით, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ოლიმპიადაში მონაწილე ყველა კერძო სკოლას შორის პირველია.

მიღწეული შედეგი მართლაც საკვირველია, რადგან ოლიმპიადაში თითოეული მოსწავლის მიერ დაგროვებული ქულების ჯამი იყოფა სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობაზე და მრავალრიცხოვანი სკოლებისთვის საუკეთესო ათეულში მოხვედრაც კი უდიდესი მიღწევაა.

სკოლა ულოცავს ამ უდიდეს წარმატებასა გამარჯვებულ მოსწავლეს და ინგლისური ენის კათედრის თითოეულ მასწავლებელს.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS