GE
3 ნოემბერი, 2017 16:57

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა IJSO – ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მეორედ იღებს მონაწილეობას

IJSO – ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა წელს 3-12 დეკემბერს ჰოლანდიის ქ. ნაიმეგენში გაიმართება. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აღნიშნულ ოლიმპიადაზე მეორედ იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით:

1. საბა საბეკია
2. დაჩი ზედგინიძე
3. ლუკა მირზიაშვილი
4. კონსტანტინე ქერდიყოშვილი
5. ელენე გვალია
6. თამარ ბასიაშვილი

ოლიმპიადის თემატიკა მოიცავს სამი დისციპლინის საკითხებს – ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
წელს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე 50-მდე ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა უკვე IJSO – ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური წევრია და ყოველწლიურად მისი საუკეთესო 6 მოსწავლე დაიცავს საქართველოს ღირსებას ამ საერთაშორისო ფორუმზე.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა საკუთარ გუნდს წარმატებებს უსურვებს.

 

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS