GE
15 მარტი, 2017 16:21

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მათემატიკური ოლიმპიადის Log 1 Contest-ის გამარჯვებული გახდა

სასიხარულო ცნობა მოვიდა ამერიკის მათემატიკური საზოგადოებიდან – ამერიკის მათემატიკური ოლიმპიადის Log 1 Contest-ის გამარჯვებული ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა გახდა.

ამ სკოლის მეტოქეები ამერიკის 15 შტატის (Alabama, Connecticut, Indiana, Kentucky, Maine, Massachusetts, Michigan, Mississippi, New Hampshire, New Jersey, New York, Ohio, Rhode Island, Tennessee, and Vermont) 40 უმაღლესი სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება დეკემბრის, იანვრის და თებერვლის თვეებში. თითოეული ტური 15 ამოცანისაგნ შედგება.

2016-2017 წლის Log 1 Contest-ის გამარჯვებული პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. Georgian-American High School – თბილისი, საქართველო
  2. Vestavia Hills High School – ალაბამა, აშშ
  3. Alabama School of Fine Arts – ალაბამა, აშშ
  4. Farragut High School – ტენესი, აშშ
  5. Kentucky Country Day School – კენტუკი, აშშ
  6. Ridge High School – ნიუ-ჯერსი, აშშ
  7. William G. Enloe High School – ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ
  8. Louisville Collegiate School – კენტუკი, აშშ
  9. Revere High School – ოჰაიო, აშშ
  10. Clarkstown High School South – ნიუ-იორკი, აშშ

აღნიშნული გამარჯვებისთვის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა დაჯილდოვდება ამერიკის მათემატიკური კავშირის სპეციალური პრიზით.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS