GE
22 დეკემბერი, 2017 18:10

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა უკვე TOEFL-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა გახდა TOEFL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აღნიშნული სტატუსი სკოლას ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით მიენიჭა:

  1. ინგლისური ენის გამორჩეული სწავლება, რომლის პროგრამა და სასწავლო მეთოდოლოგია ორიენტირებულია TOEFL-ის გამოცდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
  2. გამოცდებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გარემო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სკოლებიდან მხოლოდ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას მიენიჭა აღნიშნული ტიტული. ამიერიდან ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდება TOEFL IBT-ის გამოცდები, როგორც სკოლის მოსწავლეთათვის, ისე ნებისმიერ მსურველთათვის.

16 დეკემბერს ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ უკვე უმასპინძლა TOEFL IBT-ზე დარეგისტრირებულ მსურველებს. ასევე ჩატარდა TOEFL Primary, Junior და ITP-ის გამოცდები, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS