GE
18 ოქტომბერი, 2021 21:55

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 54-მა მოსწავლემ PSAT-ის გამოცდა ჩააბარა!

პირველად საქართველოში! 16 ოქტომბერს, ჩვენი სკოლის ვაკის ფილიალში, ი.ჭავჭავაძის 21-ში, მდებარე College Board-ის ლიცენზირებულ ტესტ-ცენტრში, GAHS-ის 54-მა მოსწავლემ ჩააბარა PSAT-ის გამოცდა.

აღნიშნული გამოცდა საქართველოში პირველად ჩატარდა ერთი სკოლის ბაზაზე!

PSAT-ის გამოცდა ერთ-ერთი ძირითადია, იმ ოთხი გამოცდიდან, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები ამერიკული პროგრამის ფარგლებში ჩააბარებენ High School-ში ( IX-XII კლ.) სწავლის დროს.

მაღალი ქულა PSAT-ში პირდაპირ გზას უხსნის ჩვენს აბიტურიენტებს ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებისკენ.

მოუთმენლად ველით შედეგებს, რომლებიც ამერიკიდან 3 კვირის განმავლობაში ჩამოვა.

GO GAHS!

EDU.ARIS.GE - სკოლები