GE
16 დეკემბერი, 2016 15:04

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დელეგაციამ IJSO-ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დელეგაციამ წარმატება მოიპოვა IJSO -ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც 1-11 დეკემბერს გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე.

ოლიმპიადა 9 კლასდამთავრებულთათვის ტარდებოდა შემდეგ საგნებში – ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა. აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველო პირველად ასპარეზობდა, მიუხედავად ამისა,   ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ IJSO-ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აიღო.

48 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ოლიმპიადაზე, რომლის ოფიციალური სპონსორი ბილ გეითსის Microsoft-ია.  მომავალ წელს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდი ჰოლანდიაში გაემგზავრება, სადაც 50 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS