26 ოქტომბერი, 2018 17:08
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ფსიქოლოგმა I კლასის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრა გამართა
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სკოლის ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი შეხვდა I კლასის მოსწავლეების მშობლებს თემაზე: „პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაცია“.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 6 წლის ასაკის ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, სკოლასთან ადაპტაციის სახეები, წარმატებული ადაპტაციის ნიშნები, დეზადაპტაციის ნიშნები და მიზეზები.
შეხვედრა ატარებდა ინტერაქტიულ ხასიათს. მშობლებს მიეწოდათ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს სასკოლო გარემოსთან ადვილად შეგუებაში.