5 ოქტომბერი, 2018 16:59
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გაცვლითი პროგრამა გერმანიაში
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ გერმანიის, ბავარიის მხარის განათლების სფეროს წარმომადგენლები. მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურ გაცვლით პროგრამებს.
ჩვენი სკოლის 15 მოსწავლე და 4 მასწავლებელი მაისის თვეში ეწვევა მიუნხენს, ხოლო ანალოგიურად გერმანიის დელეგაციასაც ვუმასპინძლებთ ჩვენს სკოლაში ოქტომბრის თვეში.
მოსწავლეები ორივე შემთხვევაში ერთი კვირის განმავლობაში ისწავლიან და გაეცნობიან მასპინძელი მხარის სასწავლო პროგრამებს, კულტურასა და ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში.