GE
12 ოქტომბერი, 2018 16:46

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გამარჯვება საერთაშორისო ფესტივალზე

ბულგარეთში ჩატარდა მე-12 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „СЛАВЯНСКИ ВЕНЕЦ”. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 10 ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოს სახელით კი წელს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბავშვო ვოკალური სტუდიის მოსწავლეები წარდგნენ.

“ჩვენმა წარგზავნილმა – მარიამ მინაშვილმა კონკურსის პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას სტუდიის ხელმძღვანელს, ლიკუნა ჯანანაშვილს და შემდგომშიც ვუსურვებთ წარმატებებს”, – აღნიშნა სკოლის დირექციამ.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS