5 ივნისი, 2017 16:53
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“ მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას ულოცავს 9/I კლასის გუნდს: აბაშიძე ლევან, ჩიტორელიძე საბა, ცაგარეიშვილი ნიკა, წერეთელი გიორგი, ხუნდაძე ნიკა.
თამაში გაიმართა 28 მაისს თბილისი მოლში და მონაწილეობდა 60-მდე გუნდი თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებიდან.
სკოლა მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს ინტელექტუალურ ასპარეზზე.