GE
21 მაისი, 2020 11:03

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მილოცვა მე-12 კლასელებს და ახალი ტრადიციის დანერგვის იდეა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და მათ ახალი ტრადიციის დანერგვას სთავაზობს.

“ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის ოფიციალურად დამთავრებას! წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ! ამ წელს მსურს ახალ ტრადიციას ჩავუყაროთ საფუძველი. სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შემდეგ (ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება) ყველას გელოდებით სექტემბერში ბოლო ზარის დასარეკად და თქვენი წარმატებების აღსანიშნავად!”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, მამუკა მესხიშვილმა.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS