GE
4 თებერვალი, 2016 17:17

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ამერიკის INTEL ISEF-ის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

1479474_453204551509535_1814671546819535915_nINTEL ISEF-ის საერთშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენა მსოფლიოს უმსხვილესი კონკურსია, რომელშიც ყოველწლიურად 70 ქვეყნის 1500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

გამოფენა ყოველწლიურად დაწყებული 1950 წლიდან ტარდება ამერიკის სხვადასხვა შტატში. ახალგაზრდა მეცნიერები ერთმანეთს სამეცნიერო და საინჟინრო ნაშრომებით ეჯიბრებიან.

საქართველოდან სამეცნიერო ნაშრომებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები წარადგენენ დაწყებული 2005 წლიდან.

წელსაც ამ სკოლების სამი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 8–13 მაისს არიზონას შტატის დედაქალაქ ფენიქსში. 10308368_303437633152895_4742282696463946358_n

საქართველოს ნაკრები, გამოფენის სამეცნიერო ნაწილში სამი მოსწავლით იქნება

წარმოდგენილი: გიორგი მესხი, მარიამ ქანაშვილი, ნატო მათურელი თავიანთ საპროექტო ნაშრომებს მათემატიკის სექციაში წარადგენენ.

ისინი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების მამუკა მესხიშვილისა და ია მებონიას ხელმძღვანელობით მუშაობენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და იმედია, ისევე როგოც წინა წლებში, საქართველოს სახელს ღირსეულად წარმოაჩენენ!

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS