ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთშორისო კონფერენციაზე წარდგებიან
International Conference of Young Scientists 2017, Stuttgart, Germany
დამტკიცდა შემადგენლობა საქართველოს იმ ნაკრები გუნდისა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა საერთშორისო კონფერენციაზე იასპარეზებს. წელს კონფერენციას 16-22 აპრილს გერმანიის ქალაქი შტუტგარტი უმასპინძლებს.
ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტდა. ამ სკოლების მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს ინგლისურ ენაზე მათემატიკის, ფიზიკისა და სიცოცხლის მეცნიერებების სექციებში წარადგენენ.
საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
მათემატიკის სექციაში:
- გიორგი ბუგეჩაშვილი
- თინათინ ლაღაძე
- მამუკა კობახიძე
- დავით გუდაძე
- მარიამ როსტომაშვილი
ფიზიკის სექციაში:
- მარიამ გიგაური
სიცოცხლის მეცნიერებების სექციაში:
- თინათინ კამკამიძე
- არჩილ გელენავა
- მარი მამნიაშვილი
- ნინო გიორგაძე
გერმანიაში International Conference of Young Scientists 2017-ში 28 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე იასპარეზებს.
სკოლები წარმატებას უსურვებენ ქართველ მოსწავლეებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისევე როგორც შარშან რუმინეთში, მათი ნაკრები კვლავაც ოქროს მედლით დაბრუნდება.