GE
27 ოქტომბერი, 2017 16:59

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები CERN-ის ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის მასტერკლასებში წარმატებით მონაწილეობდნენ

23 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა CERN-ის ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის მასტერკლასები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა.

მათ მოისმინეს საინტერესო ლექციები, ჰქონდათ ვირტუალური ტური CERN-ის ლაბორატორიაში. დღის მეორე ნახევარი დაეთმო პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც სკოლის მოსწავლეებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს.

ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS