14 მაისი, 2021 11:18
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სატელევიზიო პროექტში ,,წიგნების თარო’’
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები 5 წელია მონაწილეობას იღებენ სატელევიზიო პროექტში ,,წიგნების თარო’’. ამ ხნის განმავლობაში გუნდი ყოველთვის ხვდება საუკეთესო ოთხეულში, რაც კერძო სკოლებს შორის საუკეთესო შედეგია საქართველოს მასშტაბით.
,,წელსაც, დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი განახლებული გუნდი – გიორგი ხაინდრავას, ლუკა ზვიადაურის და მარიამ ქათამაშვილის შემადგენლობით არ დაარღვევენ ტრადიციას და როგორც მინიმუმ იასპარეზებენ ნახევარფინალში’’, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.