GE
1 დეკემბერი, 2017 17:25

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების ახალი ჯგუფი Mu Alpha Theta-ში გაწევრიანდა

Mu Alpha Theta არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უმაღლესი სკოლისა და ორწლიანი მათემატიკური კოლეჯების ასოციაცია, რომელიც დაარსდა ოკლაჰომის უნივერსიტეტში 1957 წელს. ორგანიზაციის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს სტიპენდიების, გრანტების გაცემა, აგრეთვე სკოლებსა და კოლეჯებში მათემატიკის პოპულარიზაცია.

დღესდღეობით Mu Alpha Theta-ში გაერთიანებულია 93 000 სტუდენტი და 1950-ზე მეტი სკოლა. ასოციაციაში შემავალი წევრები 4 რეგიონად იყოფა.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის პირველი კავკასიაში, რომელიც 2005 წლის მარტს გახდა Mu Alpha Theta-ს წევრი მათემატიკის სწავლებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის, რაც საშუალებას აძლევს ყველა კლასის მოსწავლეს გაწევრიანდეს და მონაწილეობა მიიღოს ამერიკაში გამართულ ყველა სახეობის მათემატიკურ კონკურსში. ქართულ-ამერიკური უმაღლესი სკოლა განსაკუთრებით აქტიურია Log 1-ის შეჯიბრში, სადაც 2005 წლიდან მოყოლებული ჩვენი სკოლის მოსწავლეები რეგულარულად იკავებენ მოწინავე ადგილებს რეგიონში როგორც ინდივიდუალურ, ასევე სკოლების შედეგებში.

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება დეკემბრის, იანვრის და თებერვლის თვეებში. თითოეული ტური 15 ამოცანისაგნ შედგება.

2016 წელს Log 1 Contest-ის გამარჯვებული ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა გახდა, რისთვისაც მათემატიკური კავშირის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

გამარჯვებული პირველი ათეული შემდეგნაირი გამოიყურებოდა:
1. Georgian-American High School – თბილისი, საქართველო
2. Vestavia Hills High School – ალაბამა, აშშ
3. Alabama School of Fine Arts – ალაბამა, აშშ
4. Farragut High School – ტენესი, აშშ
5. Kentucky Country Day School – კენტუკი, აშშ
6. Ridge High School – ნიუ-ჯერსი, აშშ
7. William G. Enloe High School – ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ
8. Louisville Collegiate School – კენტუკი, აშშ
9. Revere High School – ოჰაიო, აშშ
10. Clarkstown High School South – ნიუ-იორკი, აშშ

წელს 17 მოსწავლე დაემატა არსებულ წევრებს და ამჟამად, ჩვენი სკოლის 28 მოსწავლე (X, XI და XII კლასი) არის გაწევრიანებული Mu Alpha Theta-ში.

სკოლის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ მათი მოსწავლეები არ დაარღვევენ ტრადიციას და კვლავაც შთამბეჭდავი შედეგები ექნებათ აღნიშნულ ოლიმპიადაში.

 

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS