GE
19 ივლისი, 2017 16:31

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა 2017 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს

გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

რვავე საატესტატო გამოცდას მოსწავლეები კომპიუტერის საშუალებით აბარებენ. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მზადდება და ყველა სკოლას ერთდროულად ინტერნეტის საშუალებით მიეწოდება.

წელს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას 54 კურსდამთავრებული ჰყავს. 2017 წელს გამართულ გამოცდებზე ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლის მოსწავლეებმა კვლავ ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს.

საშუალო შედეგები საგნების მიხედვით არის:

ქართული – 8.89
ინგლისური – 9.46
ისტორია – 8.22
მათემატიკა – 8.94
 
საუკეთესო შედეგები ოთხივე საგნის მიხედვით აჩვენეს:

ათოსნები:
სიხარულიძე ნინო                         ოთხი ათიანი
ბუხაიძე ქეთევანი                           სამი ათიანი
ვარდოსანიძე მარიამი                    სამი ათიანი
ვართაზაროვი ანა                           სამი ათიანი
ქერდიყოშვილი ნინო                    სამი ათიანი
კალატოზიშვილი ნიკოლოზი     ორი ათიანი
ბეგაშვილი ეკატერინე                   ორი ათიანი
ბუდაღაშვილი ლიზი                    ორი ათიანი
რაზმაძე ლუკა                                ორი ათიანი
ტრიპატჰი ნიკიტა                          ორი ათიანი
ღვინიაშვილი თორნიკე                ორი ათიანი
ხეცურიანი ქეთევანი                     ორი ათიანი

აბესაძე გიორგი
ავალიშვილი ზურაბი
არახამია ანა
ბერუაშვილი ანა
გელიაშვილი საბა
გორგოძე დავითი
დვალიძე თეონა
ზარქუა გიორგი
ლაღაძე თინათინი
ლელაშვილი გეგა
ლოსაბერიძე ივანე
მენაბდიშვილი ნინო

მურღულია ზურაბი
ნერსეზაშვილი ნატა
ჟამერაშვილი მარიამი
როხვაძე ანა
ტუღუში გიორგი
ქართლელიშვილი ქეთევანი
შავერზაშვილი ლუკა
ჩახნაშვილი ქეთევანი
ჩიტორელიძე მონიკა
ცქვიტიშვილი ნიკო
ჭეიშვილი ნათია
ზაალიშვილი ალექსანდრე

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS