GE
3 აგვისტო, 2018 17:39

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

გამოქვეყნდა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ინგლისურ ენაში. ტრადიციულად, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ყოველთვის ბრწყინვალე შედეგებით გამოირჩეოდა, თუმცა წლევანდელმა მაჩვენებელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მაქსიმალური 90 ქულიდან 85 ქულა და მეტი მიიღო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 19 მოსწავლემ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური შეფასება 90 ქულა დაიმსახურა თინა კამკამიძემ. სხვა მოსწავლეების შედეგები კი ასეთია: ოთინაშვილი ანა – 89, გელენავა არჩილ – 89, ღიბრაძე ანანო – 89, მამნიაშვილი მარი – 87, ბეგოიძე ირაკლი – 87, გუდაძე დავითი – 87, ნავროზაშვილი ვანო – 87, ბრეგაძე ნათია – 87, ნებიერიძე გიგი – 87, ბაქრაძე ალექსანდრე – 86, რაზმაძე საბა – 86, იანვარაშვილი გიორგი – 86, ტაბაღუა გიორგი – 86, ვადაჭკორია დაჩი – 86, გიგაური მარიამი – 86, მჟავანაძე გიორგი – 85, კოშკელი დავითი – 85, ახვლედიანი გიორგი – 85.

ცხადია ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს სკოლის მასწავლებლებმა – დიანა ქანთარიამ, ნონა ქერდიყოშვილმა, ქეთი გიორგაძემ და ნანა გაგუამ.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS