GE
8 თებერვალი, 2019 17:25

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ჯეოლოჯიქის მიერ ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში I და II ადგილები გაინაწილეს

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის IV (დ) და IV (ა) კლასის მოსწავლეებმა ნათია ვარდოშვილმა (დამრიგებელი: მარეხი მჭედლიშვილი) და ნიკოლოზ კიკვაძემ (დამრიგებელი: რიტა ნაჭყებია) ჯეოლოჯიქის მიერ ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.

მოსწავლეები ევროპის უნივერსიტეტში დააჯილდოვეს პრიზებით: I ადგილი – ტაბლეტი, II ადგილი – სმარტ საათი.

სკოლა ულოცავს მათ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS