GE
10 ოქტომბერი, 2016 11:43

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა კემბრიჯის გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლის XII კლასის მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის FCE (First Certificate in English) გამოცდას.

FCE არის საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი, რომელიც გამოიყენება როგორც სამუშაო და სასწავლო, აგრეთვეე საზღვარგარეთ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.

ჩვენი სკოლის თერთმეტი დარეგისტრირებული მოსწავლიდან, თერთმეტივემ წარმატებით ჩააბარა გამოცდა.

B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი აიღეს:

  • ლუკა სებისკვერაძე
  • ხატია ბაკაშვილი
  • ლიკა ბაკაშვილი
  • ირაკლი გორდაძე
  • გიორგი ბერუაშვილი
  • ირაკლი ირემაშვილი
  • ზურა შატავიძე
  • ანი ზივზივაძე
  • გიორგი გიორგაძე

C1 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი აიღო ოთხმა მოსწავლემ:

  • ანა ოსიაშვილი
  • დავით ლომსაძე
  • ანი ზივზივაძე
  • გიორგი გიორგაძე

მათ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებლებს: დიანა ქანთარიას, ნონა ქერდიყოშვილს, ეკატერინე თვაურს და ლიკა რუხიაშვილს.

გამოცდა ბარდება შემდეგი ძირითადი კომპონენტების მიხედვით:

  • Listening (მოსმენა)
  • Reading and use of english (კითხვა და გრამატიკული ნაწილი)
  • Writing (წერა)
  • Speaking (საუბარი)

B2 (upper-intermediate) დონის სერთიფიკატი ადასტურებს რომ კანდიდატს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი მოსაუბრე, გაერკვეს რთულ და უჩვეულო სიტუაციებში და იმუშაოს ინგლისურენოვან გარემოში.

B2 დონის სერთიფიკატის მფლობელი პიროვნება თავისუფლდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის ლექციებიდან. უფრო მეტიც- მათ ჩაბარებულად ეთვლებათ მაგისტრატურაში ინგლისური ენის მისაღები გამოცდა, ანუ ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენი მოსწავლეები განთავისუფლებული იქნებიან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის ლექციებიდან მთელი სწავლის პერიოდში, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის შემთხვევაში.

C1 (advanced) დონე წარმოადგენს FCE-ის გამოცდის უმაღლეს დონეს, რომელიც ადასტურებს რომ კანდიდატის ინგლისურის დონე შეესაბამება პროფესიონალი საქმიანი პიროვნების ცოდნის დონეს და მას თავდაჯერებულად შეუძლია კომუნიკაცია პროფესიული და უმაღლესი რანგის სამეცნიერო სიტუაციებში.

C1 სერთიფიკატის მფლობელებს შეუძლიათ ასწავლონ და იმუშაონ ინგლისურენოვან გარემოში. საქართველოში შესაბამისი სერთიფიკატის დონე მოეთხოვებათ დოქტორანტურა დამთავრებულ მაძიებლებს.

FCE-ის გამოცდის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით, (მაგალითად TOEFL-თან) არის ის, რომ მისი სერთიფიკატი უვადოა.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS