2017 წლის 31 მარტს პოლონეთის ქ. კატოვიცეში ჩატარდა პროექტის ,,Painted by words’’ ფინალური ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა 17 ქვეყნის 450 წარმომადგენელი, პოლონური სკოლების ოფიციალური დელეგაცია და ქვეყნის პრემიერ მინისტრი – ბეტა სზიდლო (Beata Szydło). აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ჩატარდა და იგი მოიცავდა ილუსტრირებული ნახატის შექმნას წაკითხული ნოველის შინაარსის მიხედვით.
საქართველოში გაიმარჯვა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანანო ღიბრაძემ (ხელმძღვანელი – ეკატერინე თვაური). ანანოს ნახატმა 14-16 წლამდე კატეგორიაში მოიპოვა პირველი ადგილი. ანანო ღიბრაძემ და ეკატერინე თვაურმა ჯილდოდ მიიღეს 8-დღიანი ტურისტული საგზური დიდ ბრიტანეთსა და შოტლანდიაში.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ გამარჯვებებს.