16 მარტი, 2018 17:05
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ტურისტული მიზნით ბუდაპეშტი მოინახულეს
4-9 მარტს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის X კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, სალომე ხეცურიანთან ერთად ტურისტული მიზნით მოინახულეს ბუდაპეშტი. 5-დღიანმა მოგზაურობამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. მათ მოინახულეს:
- წმინდა სტეფანეს ბაზილიკა
- ჯაჭვის ხიდი დუნაიზე
- ოპერა
- ეროვნული გალერეა/ეროვნული მუზეუმი
- მატიასის ეკლესია
- ბუდას ციხე-ქალაქი
- თერმული აბანოები
მსგავსი ევროტურების ორგანიზებას ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სისტემატიური ხასიათი აქვს.